airlinestravel.ge ყველაფერი მოგზაურობის შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
რა მჭირდება ავიაბილეთის ონლაინ შესაძენად?
- მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი ან პირადობის მოწმობა
- საბანკო ბარათი (ან სხვა გადახდის საშუალება)
- მოქმედი ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი
ავიაბილეთის ონლაინ შესაძენად დაგჭირდებათ:
როგორ მივიღებ ონლაინ შეძენილ ავიაბილეთს?
დასრულების შემდეგ, თქვენი ელექტრონული ბილეთი და ჯავშნის დამადასტურებელი ინფორმაცია მომენტალურად გამოიგზავნება მითითებულ ელფოსტაზე.
შემიძლია ავიაბილეთის გაუქმება ან გადაცვლა?
ბილეთის ცვლილების ან დაბრუნების პირობები დამოკიდებულია კონკრეტული ავიაკომპანიისა და ბილეთის ტარიფზე. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაჯავშნის პროცესში.
შემიძლია თუ არა ავიაბილეთში პირადი მონაცემების გასწორება?
ორთოგრაფიული შეცდომის გასწორება, როგორც წესი, შესაძლებელია (ხშირად დამატებითი მოსაკრებლის სანაცვლოდ), თუმცა მგზავრის ვინაობის სრულად შეცვლა დაუშვებელია.
რატომ AirlinesTravel.ge ?
- სრული სამოგზაურო სერვისი: ჩვენ გთავაზობთ ყველაფერს ერთ სივრცეში - ავიაბილეთები, სასტუმროები, ტურები, დაზღვევა, ტრანსფერი და სავიზო მხარდაჭერა.
- გარანტირებულად დაბალი ფასები: ჩვენი სისტემა რეალურ დროში ადარებს ასობით ავიაკომპანიის ფასებს, რათა თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება ვიპოვოთ.
- დაცული გადახდები: ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს, რაც თქვენი პირადი და საბანკო მონაცემების სრულ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს.
- პროფესიონალების გუნდი: ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, ჩვენი კვალიფიციური გუნდი მზად არის, გაგიწიოთ დახმარება და თქვენი მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოს.